დღეს გახლავთ:
15.06.2021 08:24


რა არის ეიჩტიემელი HTML ?

დავიწყოთ იქედან, რომ PHP და მონაცემთა ბაზის MySQL შესწავლამდე უნდა ფლობდეთ გარკვეულ ცოდნას ეიჩტიემელის HTML შესახებ. ისე არაფერი არ გამოგივათ. რადგანაც HTML არის თავი და თავი ვებ პროგრამირების.
HTML არ გახლავთ, რომელიმე ვებ-პროგრამირების ენა. HTML არის სტანდარტული სტილი "საშუალება" ინტერნეტში ინფორმაციის განთავსების. სწორედ ამიტომ მას Hyper Text Markup Language უწოდებენ. HTML დანიშნულებაა ნებისმიერ ეკრანზე ინტერნეტის საშუალებით გამოიტანოს ტექსტური და გრაფიკული გამოსახულება. ასევე მომხმარებელს უნდა ქონდეს საშუალება საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციის ამობეჭდვის.

დღეს უკვე გამოიყენება HTML 5.3 ვერსია.
HTML იყენებს http და https პროტოკოლებს.



ცოტა HTML წარსულზე:

HTML შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა Tim (Timothy) Berners-Lee 1985-1990 წლეებში, ძალიან პრიმიტიული საქმის გამო. რათა ერთი ინსტიტუტიდან მეორე ინსტიტუტში ელექტრონულად გადაეგზავნათ სამეცნიერო, სადოქტორო და სხვადასხვა ნამუშევრები. HTML ინფორმაციის გამოქვეყნება ხერხდება ბრაუზერის Browser საშუალებით: Google Chrome, Mozilla, Opera, Safari, Internet Explorer და ა.შ .. როგორც მოგახსენეთ დღეს გამოიყენება HTML 5.3 ვერსია, რომელიც გამოვიდა 2018 წლის მიწურულს.




HTML ძველი ვერსიები:

HTML 1.0 გამოვიდა 1991 წელს.
HTML 2.0 გამოვიდა 1995 წლის მიწურულს.
HTML 3.0 გამოვიდა 1996 წელს.
HTML 4.0 გამოვიდა 1997 წლის მიწურულს.
HTML 5.0 გამოვიდა 2015 წლის მიწურულს.
HTML 5.1 გამოვიდა 2016 წლის მიწურულს.
HTML 5.2 გამოვიდა 2017 წლის მიწურულს.
HTML 5.3 გამოვიდა 2018 წლის მიწურულს.




HTML სამუშაოდ დაგჭირდებათ:

რომელიმე HTML რედაქტორი. ერთ-ერთი ასეთი ფასიანი პროგრამაა: Adobe Dreamweaver.
თუმცა არსებობს უფასო HTML რედაქტორებიც.
მაგ .: Notepad++, Atom, Eclipse, Notetab და ა.შ.
ჩემი პირადი გამოცდილებით Adobe Dreamweaver გახლავთ ერთ-ერთი ასეთი საუკეთესო ფასიანი პროგრამა.




HTML შესდგება ტეგებისაგან Tag

ვებ-სპეციალისტები ტეგებს Tag დესკრიპტსაც Descriptor უწოდებენ.
არსებობს ორი ტიპის ტეგი Tag:
ღია და დახურული
ანუ არსებობს ისეთი ტეგები Tag რომლებიც აუცილებლად იხურება და არსებობს ისეთებიც რომლებიც საერთოდ არ იხურება.
აი მაგალითად .:
როგორც გაიღო ისე დაიხურა
ხოლო ტეგი br არ იხურება



HTML 5.3 ვერსიას გააჩნია 111 ტეგი Tag




კომენტარი HTML-ში.
An HTML Comment:


იქ სადაც სამი წერტილია იწერება ტექსტი.


რა არის ატრიბუტი attribute..?

ტეგების უმრავლესობას გააჩნია ეგრეთ წოდებული ატრიბუტი Attribute.
HTML Attribute-ის საშუალებით შეგვიძლია უფრო გავზარდოთ ამათუ იმ ტეგის Tag ფუნქცია.
მაგ .:

აი რაც წითლად არის შემოხაზული ეგ არის კონკრეტული ტეგის h2-ის ატრიბუტი Atrribute. სადაც კლასით class h2-ის ტეგს მივანიჭეთ სახელი. ეგ სახელი დაგვჭირდება სიესეს-ში CSS რათა უფრო გავზარდოთ მისი ფურქცია. კერძოდ: გავზარდოთ შრიფტი, შევცვალოთ შრიფტის ფერი და ა.შ.