CSS - ეს არის HTML გარეგნული ნაწილის დასახვეწი საშუალება.
შეიძლება ითქვას CSS - არის HTML დიზაინის შექმნის ინსტრუმენტი.
მისი სახელი ინგლისურად ასე იშიფრება: Cascading Style Sheets
რაშია საჭირო CSS - ?
მისი საშუალებით შეგვიძლია გაცილებით უფრო კარგად დავხვეწოთ ჩვენი ვებ-გვერდის (საიტის) ვიზუალური მხარე და გავხადოთ საიტი უფრო პოპულარული. "თვალი ჭამს და თვალი სვამს".
მაგალითად: უფრო დავხვეწოთ შრიფტები, ფერები, საიტის სტილი, მენიუ და ა.შ ..
სპეციალისტებმა CSS - შემოღების შესახებ ფიქრი ჯერ კიდე 1990-ანი წლეებიდან დაიწყეს.
1991 წელს მიიღეს სიესესის პირველი სტანდარტი CSS 1
1998 წელს გამოვიდა სიესესის მეორე ვერსია CSS 2 ... CSS 3 2011 CSS 4
როგორც არაერთხელ ავღნიშნე მე პირადად ვსარგებლობ პროგრამით Adobe Dreamweaver 2019 წლის სრული ვერსიით. კერძოდ Dreamweaver v 19.2.1 შემიძლია დაგიტოვოთ ლინკი საიდანაც შეძლებთ მის გადმოწერას:
Adobe Dreamweaver 2019
თავდაპირველად ვნახოთ თუ როგორ უნდა შევქმნათ თავად CSS - ფაილი File:
ნებისმიერ HTML რედაქტორში ვქმნით ახალ ფაილს New File ვარქმევთ სახელს. ფაილის ნსახელი აუცილებლად უნდა შესდგებოდეს პატარა ინგლისური ასოებისაგან.
მაგ.: style.css ან main.css
როგორც ხედავთ ასეთ ფაილებს აქვთ სიესეს .css გაფართოვება.
რეკომენდირებულია CSS - ფაილები ინახებოდეს ცალკე კატალოგში.
ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლებელია საიტის დამზადების პროცესში დაგვჭირდეს ერთი კი არა, რამოდენიმე CSS - ფაილი. და სწორედაც ამიტომ არის რეკომენდირებული ასეთი ფაილებისთვის გვქონდეს ცალკე კატალოგი Folder. დია!
განვიხილოთ თუ როგორ უნდა მივაბათ HTML ფაილს CSS - ფაილი:
ამისათვის უნდა გავხსნათ თავად HTML ფაილი და სათაურის ქვემოთ title უნდა გავაკეთოთ შემდეგი ტიპის ჩანაწერი:

სადაც main.css არის სწორედ ჩვენი პირველი CSS - ფაილი.